წონის მართვაში მიკროლაიფის სასწორი დაგეხმარებათ
ივნისი 21, 2023 2023-06-27 13:12წონის მართვაში მიკროლაიფის სასწორი დაგეხმარებათ
წონის მართვაში მიკროლაიფის სასწორი დაგეხმარებათ
ადამიანის სხეულის მდგომარეობა ორ მნიშვნელოვან კომპონენტზეა დამყარებული: სხეულის კუნთების მასა: ძვლები, კუნთები, წყალი და სხეულის მასის ცხიმები: ცხიმოვანი უჯრედები
სხეულის მასა
ყველა ადამიანისთვის საინტერესოა მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო მასა და ამ მასის შენარჩუნება(სხეულის მასის საიმედო შეცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს). სასურველია, ყოველთვის აიწონოთ ერთი და იგივე სასწორით დღის ერთი და იგივე მონაკვეთში(შეძლებისდაგვარად, ტანსაცმლის გარეშე და საუზმის წინ). ჩვეულებრივი(მხოლოდ ასაწონი) და სადიაგნოსტიკო სასწორები ზუსტია და ძალიან მარტივია მოსახმარად.
სხეულის შემადგენლობა
ადამიანის ჯანმრთელობის შეფასებისას, მის წონასთან ერთად, ყურადსაღებია, აგრეთვე, სხვა ფაქტორებიც; როგორებიცაა ცხიმოვანი ქსოვილები, წყლები, კუნთების წონა, სხეულის ძვლის წონა(BMI – Body Mass Index) BMR – Body Mass.
სხეულის შემადგენლობის ცოდნა სწორად კვების და ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობას გვაძლევს; რაც მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჯანმრთელობის გასამყარებლად და პათოლოგიების სამკურნალოდ.
Microlife-ის სადიაგნოსტიკო სასწორებს აქვთ შესაძლებლობა აწონვასთან ერთად ავტომატურად გამოთვალონ სხეულის შემადგენლობა; გამოითვალონ ცხიმოვანი ქსოვილები, წყლები, კუნთების წონა, ძვლის მასის ინდექსი და მეტაბოლიზმის სიჩქარე ასაკთან და სქესთან მიმართებაში.
სხეულის შემადგენლობა – საყურადსაღებო ზომები
სხეულის ცხიმების წონა
ცხიმები აუცილებელია მეტაბოლიზმისთვის(თავისუფალი ცხიმები გარკვეული დოზით აუცილებელია ადამიანის ფიზიკური აქტივობისას). სხეულის მასის მიმართ ცხიმის მასის ნორმალური პროცენტი მამაკაცებში 16%-ია, ხოლო ქალებში 27%.
სხეულის წყალი
სხეულის წყლის % მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, რამდენადაც წყალი წარმოადგენს სხეულის მასის ყველაზე მთავარ კომპონენტს და არის სხეულის მთლიანი მასის, თითქმის, ნახევარი. წყლის შემადგენლობის ოპტიმალური მაჩვენებელი 57%-ია; მისი 10%-ით ზევით, ან ქვევით გადახრა ნორმად ითვლება.
ძვლის მასა
ძვლის მასა სწრაფად იზრდება ბავშვობაში, მაქსიმუმს აღწევს 30 – 40 წლის ასაკში და მცირედ უარესდება ასაკთან ერთად. ჯანმრთელი კვება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები, მ.შ. ისეთებიც, რომლებიც კუნთების მასას ზრდის, ხელს უწყობს ძვლის გადაგვარების შემცირებას(თუმცა, უმნიშვნელო გავლენა, შესაძლებელია მაინც, იქონიოს ძვლის მასაზე). მოზრდილთა ძვლის მასა მამაკაცებში შეადგენს 15%-ს, ხოლო ქალებში 12%-ს.
კუნთების მასა
კუნთების მასა მთავარ როლს თამაშობს სხეულის ჯანმრთელობაში. ადამიანი, რომელსაც კუნთების მასის უფრო მაღალი % აქვს, უფრო ადვილად მოძრაობს, თუმცა ამისთვის ენერგიაც მეტი სჭირდება.
სხეულის მასის ინდექსი
სხეულის მასის ინდექსი – BMI(Body Mass Index) მარტივი მაჩვენებელია, რომელიც განსაზღვრავს სხეულის წონის მიმართებას სიმაღლესთან; ეს სიდიდე გამოიყენება მოზრდილებში წონის, გარდამავალი წონისა და სიმსუქნის კლასიფიკაციისთვის, რითაც ფასდება ადამიანთა სიმსუქნე(გამოკვება; მისი განსაზღვრა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი სპორტსმენებისთვის).





