microlife-ის  წნევის საზომი აპარატების  მუშაობის  ტექნოლოგიები

BP A7 Touch BT 4G E-V11 AFIB Blood Pressure Monitor

microlife-ის  წნევის საზომი აპარატების  მუშაობის  ტექნოლოგიები

მოციმციმე  არითმია(Afib-Atrial Fibrillation) –-ჰიპერტონია  და  მოციმციმე  არითმია  ინსულტის  განვითარების  ძირითადი  ფაქტორებია – microlife-ის  Afib-წნევის  აპარატით  შესაძლებელია  მოციმციმე  არითმიის  დადგენა.

წინაგულების  ფიბრილაცია(Afib)(გულის  არანორმალური  რითმებით  მუშაობა)  დღევანდელ  მსოფლიოში  ძალიან  გავრცელებული  და  სწრაფად მზარდი  დაავადებაა.  ინსულტების  15%  ვითარდება  ავადმყოფებში,  რომელთაც  აღენიშნებათ  წინაგულის  ფიბრილაცია.  მოციმციმე  არითმიას  ხშირად  თან  სდევს ჰიპერტონია  და  შაქრიანი  დიაბეტი.      

microlife-მა  შეიმუშავა  სისხლის  წნევის  საზომი  აპარატები,  რომლებიც  გაზომვისას  აფიქსირებენ  მოციმციმე  არითმიას.  ეს  აპარატები  აკმაყოფილებს  ევროპის  ჰიპერტონიის  საზოგადოების(ESH-Europian Society Hypertension)  მოთხოვნებს  სახლის  პირობებში  არტერიული  წნევის  მონიტორინგზე.  ეს  ყველაფერი  კი  მიუთითებს    microlife-ის  შესაძლებლობებს  წინაგულის  ფიბრილაციის  დიაგნოსტიკაში,  რაც  ძალიან  მნიშვნელოვანია  არტერიული  წნევის  თვითგაზომვისა  და  თვითკონტროლის  დროს.

როგორ  მუშაობს  მოციმციმე  არითმიის დაპატენტებული ტექნოლოგია:

microlife-ის  მოციმციმე  არითმიის დაპატენტებული ტექნოლოგია  აღმოაჩენს  წინაგულის  ფიბრილაციას ოსცილოგრაფიული  მეთოდით  და  არტერიული  წნევის  მარტივი  გაზომვით. თუ  არტერიული  წნევის  გაზომვისას  დაფიქსირდა  მოციმციმე  არითმია,  სამჯერადი  გაზომის  შემდეგ  ეკრანზე  გამოჩნდება  Afib-ინდიკატორი.

microlife-ის   მოციმციმე  არითმიის  აპარატი  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი  აპარატია,  რა  საკვირველია,  პაციენტებისთვის,  ვისაც  აღენიშნება  მოციმციმე  არითმია.  აპარატი  არ  ადგენს  დიაგნოზს  მაგრამ,  უზრუნველყოფს  მკურნალი  ექიმისთვის  მნიშვნელოვანი  ინფორმაციების  მოძებნას,  რომელიც,  თავისთავად,  ეხმარება  ექიმს  გამოიკვლიოს  კონკრეტული  პაციენტის  ელექტროკარდიოგრამა  და  წინაგულის  ფიბრილაცია.

microlife-ის   მოციმციმე  არითმიის  აპარატს  აქვს  უნარი  უდიდესი  სიზუსტით  აღმოაჩინოს  (მგრძნობელობა  97-100%;  სპეციფიკაცია  89%)  წინაგულების  არითმია.

არითმიის  იმპულსის  გამოვლენა – PAD  –  ტექნოლოგიით  სისხლის  წნევის  გაზომვისას  ავტომატურად  ხდება  გულის  არითმიის  აღმოჩენა

რა  არის  PAD  ტექნოლოგია?

PAD(Pulse Arrhytmia detection)  ტექნოლოგია სისხლის  წნევის  გაზომვისას  აღმოაჩენს  არარეგულარულ  გულისცემას.  რომელიც  აღმოჩენის  შემთხვევაში  ეკრანზე  წნევის  გაზომვის  დასრულების  შემდეგ,  სხვა  სიმბოლოებთან  ერთად  გამოიხატება  PAD-ის  აღმნიშვნელი  ტეხილი  ხაზი.  თუ  ეს  სიმბოლო  წნევის  ყოველდღიური  გა ზომვებისას  კვირაში  რამდენიმეჯერ  გამოისახა  ეკრანზე,  უნდა  მიმართოთ  ექიმს. აპარატი  არ  იკვლევს  გულს  კარდიოლოგიურად.  იგი  საშუალებას  იძლევა,  პულსის(გულის  რითმების)  დარღვევა  აღმოჩნდეს  დაავადების  ადრეულ  ეტაპზე. 

microlife-ის   აპარატების  შესაძლებლობა  –  საშუალო  გაზომვა

mam –  ტექნოლოგიით  სწრაფად  და  ზუსტად  ხდება  არტერიული  წნევის  გაზომვა  თანმიმდევრული  ავტომატური  გაზომვებით. 

რა  არის  mam  ტექნოლოგია?

mam(Microlife Average Mode)  ტექნოლოგიით  სისხლის  წნევის  გაზომვა  ხდება  საიმედოდ  ავტომატურად  3  თანმიმდევრული  გაზომვით  3წთ-ის  განმავლობაში  როგორც  სახლის  პირობებში,  ასევე  პროფესიულ  სფეროში.  

mam – ტექნოლოგიით  შესრულებული  გაზომვის  სიზუსტეს  უზრუნველ-ყოფს  სამი  თანმიმდევრული  გაზომვა;  მიღებული  შედეგი  მნიშვნელოვანია  მკურნალი  ექიმისთვის  მკურნალობის  კურსის  სწორად  წასამართად.

რატომ  mam  ტექნოლოგია?

რადგანაც  არტერიული  წნევა  ცვალებადია,  ექიმების  რეკომენდაციით  უფრო  ზუსტი  შედეგი  მიიღება  რამდენიმე  გაზომვის  საშუალო სიდიდის  გამოთვლით.

microlife-ის  დაპატენტებული  mam – ტექნოლოგია  არის  ყოველი  გაზომვისას  3  თანმიმდევრული  გაზომვის  შესრულება.  კარგად  და  თანაბრადაა  გადანაწილებული  გაზომვებსშორისი  მოსვენების  დროები.                          

თუ გაზომვებისას  სამიდან  რომელიმე  გაზომვა  იყო  საეჭვო,  მაშინ  აპარატი  ავტომატურად  შეასრულებს  მეოთხე  გაზომვას  და  ისე  გამოთვლის  საშუალო  სიდიდეებს.

გაზომვა  ორსულებში  პრე-ეკლამპსიის  დროს

microlife  აწარმოებს  აპარატებს,  რომლებსაც  აქვთ  შესაძლებლობა  არტერიული  წნევა  გაიზომოს  როგორც  ოჯახის  ჩვეულებრივმა  ყველა  წევრმა,  ასევე  ორსულებმა,  განსაკუთრებით  პრე-ეკლამპსიის  დროს. microlife-მ  შეიმუშავა  სპეციალური  ზომის  სამკლაურები,  რომლებიც  რეკომენდებულია   ორსულებში  არტერიული  წნევის  გასაზომად.

  რა  რისკებია  მოსალოდნელი  პრეეკლამპსიის  დროს  ორსულებსა  და  ნაყოფთან?

პრეეკლამპსიის  დროს  პლაცენტა  ვერ  მარაგდება  საჭირო  რაოდენობის  სისხლით,  ჟანგბადით  და  საკვებით.  ამან,  შესაძლებელია,  გამოიწვიოს  ნაყოფის  მოწყვეტა  ან  დაავადებული  ბავშვის  დაბადება.ეკლამპსიის  განვითარება  სერიოზული  პრობლემაა  ორსულისთვისაც  და  ნაყოფისთვისაც.  წნევის  კონტროლი  ძალიან  მნიშვნელოვანია  ორსულობისას;  უნდა  გაიზომოს  წნევა  დღე-ღამეში  ორჯერ  მაინც,  მშვიდ,  მოსვენებულ  მდგომარეობაში.

წნევის  გაზომვის  შესრულება  თირკმლის  უკმარისობის  დროს(ESRD-end-stage renal disease)     microlife-ის  ყველა  ავტომატური  აპარატი(მკლავის  პოზიცია)  შესაძლებელია  გამოყენებულ  იქნეს  არტერიული  წნევის  გასაზომად  პაციენტებში,  ვისაც  აქვთ  თირკმლის  უკამრისობა. დღევანდელი  ოსცილოგრაფიული  აპარატები,  როგორც  წესი,  სამწუხაროდ,  ვერ  ზომავენ  ვერც  დიასტოლურ  და  ვერც  სისტოლურ არტერიულ  წნევას;  პაციენტებს,  თირკმლის  უკმარისობით

მწარმოებელი:
Burti (0)
Fora (0)
Kamill (0)
roche (0)