W400 ჩვილის სასწორი
250.00 ₾
ჩვილის სასწორი
- დაჭერის ფუნქცია მოძრავი ჩვილებისთვის
- დიდი LCD ეკრანი
- მაქს. წონა: 20კგ
- მინ. წონა: 5გ
- ავტომატური გამორთვა
- წონის ერთეულის დარეგულირება
- ელემენტი მოჰყვება
მახასიათებლები:
- 23მმ LCD ეკრანი
- დენის წყარო: 1 x CR2023 ელემენტი
- აღჭურვილია მაღალი დაძაბულობის საზომი სენსორით
- ავტომატური განულების და ავტომატური გამორთვის ფუნქცია
- დამჯდარი ელემენტის და გადატვირთვის ინდიკატორი
Description
მითითებები:
- მოარიდეთ სასწორს მძიმე ნივთები, ნესტი, მტვერი, ქიმიური ნივთიერებები, თხევადი კოსმეტიკა, მაღალი ტემპერატურა(ცეცხლი, რადიატორი).
- მოარიდეთ სასწორი ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს(მაგ. მობილური ტელეფონი). მან, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სასწორის სიზუსტეზე.
- სასწორზე, შეიძლება, მოთავსდეს და აიწონოს მაქსიმუმ 20კგ(44ლბ/704ოზ) წონის ბავშვი. არ შეეცადოთ უფრო მეტი წონის ბავშის აწონვას.
- სასწორი, შეგიძლიათ, გაწმინდოთ ნამიანი ნაჭრით.
- არ გამოიყენოთ ქიმიური გამწმენდი საშუალება. გაწმინდეთ სასწორი ნამიანი ტილოთი ისე, რომ შიგნით წყალი არ შევიდეს! არასოდეს ჩადოთ წყალში და არ გააჩეროთ მოშვებული ონკანის ქვეშ.
- არ დადოთ ნივთები სასწორზე, როდესაც არ იყენებთ მას. შეინახეთ სასწორი გრილ და მშრალ ადგილზე. არ დატოვოთ სველ გარემოში, რომ არ დაზიანდეს ელემენტი!
- შენახვისას მოათავსეთ სასწორი სწორ ზედაპირზე, ჰორიზონტალურ მდომარეობაში!
- თუ დიდი ხნით არ აპირებთ სასწორის გამოყენებას, სასწორიდან ელემენტი ამოიღეთ!
აწონვა:
- მოაცილეთ სასწორს სატრანსპორტო უსაფრთხოების დამჭერი.
- დადეთ სასწორი სწორ, მყარ ზედაპირზე; ეს მნიშვნელოვანია, რათა დარწმუნებულები იყოთ შედეგის სიზუსტეში.
- თუ ჩართვის შემდეგ ეკრანი არ აინთო, შეამოწმეთ:
- ა) ელემენტი სწორადაა თუ არა მოთავსებული მისთვის განკუთვნილ ბუდეში;
- ბ)ელემენტის ვარგისიანობის ვადა.
- თავიდან სასწორი დაყენებულია „კგ“ მაჩვენებელზე. ღილაკით „kg/lb/oz”, შეგიძლიათ, სურვილისამებრ შეცვალოთ საზომი ერთეული.
4-1. ელემენტი:
- სასწორის მუშაობისთვის საჭიროა 1ცალი CR 2032ელემენტი. გამოყენებამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ელემენტი სწორად არის ჩასმული.
- როდესაც ეკრანზე გამოჩნდება სომბოლო “Lo”, ელემენტი უნდა შეიცვალოს.
4–2. აწონვა:
- წონა ეკრანზე გამოისახება ნელ–ნელა, 5–5გრამობით.
- დააჭირეთ “TAR” ღილაკს რათა ჩაირთოს სასწორი. ეკრანზე „0.000კგ“-სიმბოლოს გამოჩენა მიგვანიშნებს სასწორის მზაობას აწონვისათვის.
- მოათავსეთ ბავშვი სასწორზე.(საჭიროა დიდი სიფრთხილე, რომ ბავშვი არ გადმოვარდეს და არ დაზიანდეს!)
- სასწორს გააჩნია „დამჭერი“ ფუნქცია(ავტოდამჭერი და მექანიკური დამჭერი):
- ავტოდამჭერი ფუნქცია აჩვენებს ბავშვის წონას გაზომვის დასრულებისთანავე.
- როგორც კი ბავშვის წონა გამოისახება ეკრანზე, სიმბოლო “HOLD” შეწყვეტს ციმციმს და წონა დაიწერება მაქსიმუმ 20წმ-ში. შემდეგ სასწორი ავტომატურად გამოირთვება.
- თუ ბავშვი სასწორზე მოთავსებისას ძალიან მოძრაობს, შეგიძლიათ, აირჩიოთ მექანიკური დამჭერის ფუნქცია(MECHANICAL HOLD) – “HOLD” ღილაკზე დაჭერით. 3წმ-ში სიმბოლო “HOLD” შეწყვეტს ციმციმს და დაახლოებით 20წმ-ში ეკრანზე დაიწერება პასუხი.
- თუ არ გსურთ ბავშვის პირდაპის სასწორზე დაწვენა, შეგიძლიათ, გამოიყენოთ პირსახოცი; მაგრამ, პირსახოცი სასწორზე უნდა მოათავსოთ ჩართვამდე. თუ პირსახოცი იწონის დაახლოებით 50გრამს, თქვენ, შეგიძლიათ, გამოყენოთ “TAR”E ფუნქცია. დააჭირეთ „TARE“ ღილაკს და ეკრანზე გამოჩნდება წარწერა „TARE“. სასწორის ხელახლა ჩასართავად დააჭირეთ იგივე ღილაკს მას შემდეგ, რაც სიმბოლო “HOLD” შეწყვეტს ციმციმს.
თუ ბავშვი მოძრაობს, აწონვა არ მოხდება. ამიტომ, ეცადეთ, დაამშვიდოთ და გააჩეროთ პატარა, მაგრამ, არ შეეხოთ მას, რადგან ეს გავლენას მოახდენს წონის სიზუსტეზე.

