კომპანიის შესახებ

შვეიცარიული ხარისხი და გარნტირებული სიზუსტე.

microlife - ადამიანის პარტნიორი სიცოცხლისთვის!

„მიკროლაიფის  სახლი“ 2000 წლიდან  microlife-ის ოფიციალური  პარტნიორი   და  წარმომადგენელია  კავკასიაში. ამჟამად ჩვენს კომპანიას აქვს 4 ფილიალი თბილისსა და ბათუმში. მიკროლაიფის სახლში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ უახლესი თაობის და გარანტირებული ხარისხის საოჯახო სამედიცინო პროდუქცია. ჩვენი კომპანია ასევე თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორებისაა: ROCHE, FORA. მიკროლაიფის სახლის ფილიალებში შეგიძლიათ შეიძნოთ ინჰალატორები, წნევის აპარატები, თერმომეტრები, პულსოქსიმეტრები,გლუკომეტრები და სხვა საოჯახო სამედიცინო ტექნიკა.

microlife  მსოფლიოში  ერთ-ერთი  ლიდერი  კომპანიაა  სამედიცინო  სადიაგნოსტიკო  აპარატურის  გამოგონება-წარმოებაში. 

აპარატები  მარტივად   მოსახმარია  თვითკონტროლისა  და  პროფესიული  საქმიანობისას  სახლის  პირობებსა  თუ  ორგანიზაციებში.  სისხლის  წნევის  საზომი  აპარატების,  ციფრული  თერმომეტრების,  ასთმის  საკონტროლო  აპარატების,  სხეულის  გამათბობლების  შექმნა-წარმოება  microlife-ის  ძირითადი  ბიზნეს  საქმიანობაა.

microlife-ის  წარმოებული  პროდუქცია  არ  შეიცავს  ადამიანებისთვის  და,  ზოგადად,  გარემოსთვის  საშიშ  ნივთიერებებს(მაგ.  როგორიცაა  ვერცხლისწყალი  და  სხვ.).  ეს  აპარატები  კლინიკურად  გამოცდილია,  მარტივია  მოხმარებისას,  ზუსტია,  უსაფრთხო  და  საიმედოა.

SWISS  DESIGN  -(შვეიცარული  ხარისხის  ლოგოტიპი)-  ამ  ლოგოტიპის  ქვეშ  microlife-ის  პროდუქცია  იწარმოება  მაღალი  ხარისხის  დიზაინით.

Red  Dot  Design  Award(წითელი  წერტილი)  -  გაზომვის  ჩატარების  სიმარტივესთან  შერწყმული  მაღალი  სიზუსტე,  ხარისხი  და  სიახლეები  გადამწყვეტი  ფაქტორია  microlife-ის  წარმოებული  არტერიული  წნევის  გამზომი  აპარატების    წარმატებებში.  ტონომეტრებს:  BP A80,  BP A100plus,  BP W100  მინიჭებული  აქვთ  პროდუქციის  დიზაინის  ჯილდო  წოდებით  -  ”Red  Dot”.

გარემოს  დაცვა  -  microlife-ს  აღებული  აქვს  სოციალური  და  კორპორაციული  ვალდებულება,  რომ  მისი  მაღალი  ხარისხის  პროდუქციის  წარმოებისას  გარემოს  დაცვა  იყოს  უზრუნველყოფილი.

მიკროლაიფის სახლში დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ჩვენი სერვის ცენტრი დამატებითი კომფორტია მომხმარებლისთვის, რადგან ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ადგილზე შეგვიძლია შემოგთავაზოთ აპარატის შეკეთება, სათადარიგო ნაწილები და ტექნიკური მომსახურება.

მწარმოებელი:
Burti (1)
Fora (11)
Kamill (0)
roche (2)