ტემპერატურის მართვა თანამედროვე ტექნოლოგიებით
აპრილი 21, 2020 2023-07-12 12:52ტემპერატურის მართვა თანამედროვე ტექნოლოგიებით
ტემპერატურის მართვა თანამედროვე ტექნოლოგიებით
იყავით მთავარი გამაფრთხილებელი სიგნალების კურსში! მაღალი ტემპერატურა ორგანზმის რეაქცია და თავდაცვაა ამა თუ იმ დაავადების მიმართ. თუმცა, ზოგჯერ სხეულის ტემპერატურის
ცვალებადობა, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებითაც. სხეულის ტემპერატურის ზუსტ გაზომვას დიდი სამედიცინო მნიშვნელობა აქვს. სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი საშუალებას იძლევა ესა თუ ის დაავადება ადრეულ სტადიაში აღმოჩნდეს და მკურნალობა სწორი კურსით წარიმართოს. microlife-ის თერმომეტრები მაღალი ხარისხის პროდუქციაა, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით და გამოცდილებებით. გაზომვის მაქსიმალური სიზუსტე მიიღწევა მიკროკომპიუტერული ტექნოლოგიით. ინსტრუმენტი გაზომვის ყოველ ჯერზე ასრულებს თვითდიაგნოსტიკას, რითაც გარანტირებულია შესრულებული გაზომვის სიზუსტე.
ბიოლოგიური თავსებადობა
microlife-ის თერმომეტრები გამოცდილია ბიოთავსებადობის, მომხმარებლებისთვის უვნებლობის ტესტირებაზე. ყველა ნედლეული, ყველა ნაწილი, რისგანაც შექმნილია microlife თერმომეტრები, არის ბიოლოგიურად თავსებადი და აკმაყოფილებს ISO 10993-ის მოთხოვნებს. ტესტირებულია ევროპის კლინიკებში.
microlife აღიარებულია მსოფლიოში თერმომეტრებში ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ეს კოვიდ პანდემიის პროცესშიც დამტკიცდა.
microlife ევროპაში პირველი კომპანიაა, რომელმაც თერმომეტრების წარმოებაში ჩაუშვა Silent Glow ტექნოლოგია. ეს ტექნოლოგია აადვილებს მაღალი ტემპერატურის ადვილად მოცნობას(წაკითხვას). იგი რეგისტრირებულია შვეიცარიაში, შვეიცარული ხარისხის ნიშნის ქვეშ და დაპატენტებულია აშშ-ში. Silent Glow ტექნოლოგია არის microlife-ის ინფრაწითელი თერმომეტრების ახალი სტანდარტი. მწვანე ნათურა ანთია მაშინ, როდესაც გაზომილი ტემპერატურა 37,4 C-მდეა. წითელი ნათურა ანთია მაშინ, როდესაც გაზომილი ტემპერატურა აჭარბებს 37,4 C.
Microlife-მა შეიმუშავა 1წამიანი ინფრაწითელი ყურის თერმომეტრი, რომელიც იყენებს ახლად დაპატენტებულ, მაღალი სიზუსტით შესრულებული გაზომვის გარანტის – „რეალური დროის“(„real-time“) ტექნოლოგიას.
როგორ ასრულებს ყურის თერმომეტრი შესანიშნავი ხარისხით ტემპერატურის გაზომვას?
სითბოს გადამცემი განთავსებულია გამზომის წინა მხარეს, რითაც უფრო ახლოსაა ტემპერატურის წყაროსთან, სხეულთან. დაპატენტებული დაბოლოება უზრუნველყოფს ოთახის ტემპერატურის ეფექტით მიღებულ არასწორ შედეგს. ყურის თერმომეტრის მაღალი ხარისხის გადამცემი უზრუნველყოფს თერმომეტრის წლების განმავლობაში საიმედო მუშაობას.
3-წამიანი ტექნოლოგია. microlife -ის მომხმარებელს შუეძლია სხეულის ტემპარატურა 3წმ-ში გაზომოს უკონტაქტოდ, საიმედოდ და ჰიგიენურად შუბლის თერმომეტრით.როგორ უზრუნველყოფს microlife -ის უკონტაქტო თერმომეტრი ზუსტ მაჩვენებლებს? შუბლის დიდი ფართობის მიხედვით საფუძვლიანი „შესწავლა“ უზრუნველყიფს მაქსიმალურ სიზუსტეს. microlife -ის უკონტაქტო თერმომეტრი ერთ წამში ასრულებს 12 გაზომვას და ითვლის მთლიანდ 36 გაზომვის შედეგს. ეს მეთოდი გარანტიაა საიმედო და ჰიგიენური გაზომვის ჩასატარებლად 3წამში.
10-წამიანი ტექნოლოგია – microlife -ის ახალი 10წამიანი თერმომეტრი, გაზომვის მაღალი სიჩქარით, არის უახლესი ციფრული თერმომეტრი. ტემპერატურის გაზომვის მაქსიმალური სიზუსტე განპირობებულია გადამცემის გაფართოებულ დაბოლოებაზე არსებული მიკროკომპიუტერის ხარჯზე. microlife -ის გადამცემი(მგრძნობიარე ელემენტი) არის ტექნიკის უახლესი მიღწევა, რომელიც დაცულია პატენტით.
ტემპერატურის გაზომვა მოოქროვილი გადამცემით. გაზომვა, რომელიც არ იწვევს ალერგიას. microlife -ის ახალი თერმომეტრი მოოქროვილი გადამცემით არის იდეალური მათთვის, ვისი კანიც მგრძნობიარეა ნიკელზე, ლითონზე, რომლებიც გამოიყენება სტანდარტული თერმომეტრებში. მოოქროვილი თერმომეტრების პატენტი არის იდეალური მომხმარებლებისთვის, ვისაც აქვთ ნიკელზე ალეგია; აგრეთვე,მოზრდილთათვის, ბავშვებისთვის და ახალშობილებისთვის.
თერმომეტრები ვერცხლისწყლის გარეშე. ვერცხლისწყალი თერმომეტრებიდან 2009წლის აპრილში ევროკავშირის მიერ აიკრძალა როგორც მაღალტოქსიური მძიმე მეტალი. Microlife, როგორც საქმეში ჩახედულმა და მწარმოებელმა, რომელიც მუდამ ზრუნავს ადამიანთა კეთილდღეობასა და გარემო პირობების დაცვაზე, აკრძალა თერმომეტრების წარმოება, რომლებიც ვერცხლისწყალს შეიცავენ.





